“გურია ნიუსის” მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ბუკისციხის თემში გელა ეზიეშვილი ნარკოტიკების შეძენა-შენახვისთვის დააკავეს.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ეზიეშვილი თბილისიდან სამარშუტო ტაქსით მოდიოდა და ჩოხატაურის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ის გზაში დააკავეს.
ჩვენი წყაროს თქმით, მერის წარმომადგენელს ერთი აბი ნარკოტიკული საშუალება სუბოქსინი ამოუღეს.
გარდა ამისა, ეზიეშვილს ორი სახის ნარკოტიკის მოხმარებაც დაუდგინდა.
ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 260-ე მუხლით არის აღძრული.