სამების ტაძარში დედამ ერთი თვის ჩვილი დატოვა. ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ტაძრის არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი წერს.
როგორც მღვდელმსახური აღნიშნავს ჩვილი გოგონა მესანთლემ იპოვა.
„დაახლოებით ერთი საათის წინ, ტაძარში დედამ ჩვილი ბავშვი, დაახლოებით ერთი თვის გოგონა მიატოვა და წავიდა… მესანთლემ იპოვა მტირალი. 112-ში დარეკვის შემდეგ პატრულმა და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ წაიყვანეს პატარა ანგელოზი და იმედია, დადგინდება რა მოხდა“, – წერს არქიმანდრიტი.