ამინდის გაუარესების გამო ტაივანში ავიარეისები გაუქმდა. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
მეტეოროლოგიური ბიუროს თქმით, ქვეყანას ტაიფუნი მარია უტევს.
გავრცელებული ინფორმაციით, ტაიფუნმა ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონი დააზარალა.
როგორც ცნობილია, ხელისუფლებამ სკოლების დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო.