იაპონიაში ძლიერი წვიმით გამოწვეულ წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 141-მდე გაიზარდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, ამ დროისთვის მაშველები ცოცხალი ადამიანების პოვნას ტალახში და ნანგრევებში ცდილობენ.
როგორც ცნობილია, სტიქიის შედეგად ათასობით მოსახლის საცხოვრებელი სახლი დაიტბორა, მოქალაქეების ნაწილს ელექტრო ენერგია არ მიეწოდება.