ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ინფორმაციით, სოფელ ჭანჭათში, ე.წ. ყურიათის უბნის ზემოთ ტყეში, დაახლოებით, 5 კმ-ში, მაღალ გორაკზე აღმოჩნდა წინაქრისტიანული, საკულტო დანიშნულების ქვის სტელა, რომლის მისი სიმაღლე 2,50მ-ია, ხოლო სიგანე-1,60 მ.
„ვფიქრობთ ეს ულამაზესი ტყე, ამ მნიშვნელოვანი ძეგლით, საინტერესო იქნება როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ეკოტურიზმის მოყვარულთათვის, სათანადო ინფრასტრუქტურის მოწყობის შემდეგ“, _ ამბობენ ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.