საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით გიორგი მარგველშვილის განცხადებას მმართველ გუნდში ეხმაურებიან.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარეძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პოლიტიკური კურიოზია ის, რომ ამ თემაზე თავად მარგველაშვილი ლაპარაკობს.
“გიორგი მარგველაშვილი რეალურად წინასაარჩევნო სტრესის ქვეშ იმყოფება და პოლიტიკური კურიოზია ის, რომ ამ თემაზე თავად მარგველაშვილი ლაპარაკობს. ჩვენ არაერთი ღირსეული კანდიდატი გვყავს, რომელთაგან შეიძლება ნებისმიერი დავასახელოთ, რომელიც უალტერნატივო იქნება და სწორედ ეს უალტერნატივობა აშინებს პრეზიდენტს, რომელსაც ვერ გადაუწყვეტია, იყაროს თუ არა კენჭი მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში. ეს არა მხოლოდ გამოძახილია, არამედ თვითონვე ამბობს, რომ ჯერ “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას ელოდება და ამის შემდეგ გადაწყვეტს, შეიძლება იყაროს თუ არა კენჭი“, – აღნიშნა მდინარაძემ.