სირიის 2 სოფლიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, სოფლებში სასწრაფო დახმარების მანქანები და ხალხის გასაყვანად ავტობუსები უკვე გამოჩნდა.
მაუწყებლის ცნობით, კონფლიქტში ჩართულმა მხარეებმა 2 სოფლიდან 6 000-ამდე ადამიანის ევაკუაციის შესახებ გადაწყვეტილება, ციხიდან ასობით დაკავებულის გათავისუფლების სანაცვლოდ მიიღეს.