ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს, რის შემდეგ ტრიბუნასთან სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე ეროდი გორდელაძე გამოვიდა.
“მინდა გაცნობთ, რომ საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ცვლილებაზე გააკეთა განცხადება. თორნიკე გოგუაძე დავით მჟავანაძემ შეცვალა. კი, მინდოდა, ეს ინფორმაცია გაეგო, მაგრამ პროტესტის ნიშნად დაგვტოვა,“_ თქვა ეროდი გორდელაძემ.
საკრებულომ აღნიშნული საკითხი ცნობად მიიღო.