ხანძარი იყო გარდაბანის სოფელ ნორიოში. ცეცხლი ბუჩქნარს და ბალახს გაუჩნდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, ხანძრის შედეგად 10 ჰექტარი ფართობი დაიწვა. ხანძარი ამდროისთვის ლოკალიზებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფია მობილიზებული.