თბილისში ავტომობილის სარკეები მოიპარეს. შემთხვევა დღეს, ვაკე-საბურთალოს რაიონში, ბოჭორიშვილის ქუჩაზე მოხდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში „გურია ნიუსს“ განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 177-ე მუხლით მიმდინარეობს.