საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე ტურიზმში შეტანილი ღვაწლისთვის შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციიამ და ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირმა (NBR-UNION) დააჯილდოვა.
ცერემონია შეკვეთილში, სასტუმრო პარაგრაფში გაიმართა.
ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის (NBR-Union) დაჯილდოების ცერემონია ყოველწლიურია.
კავშირის მიზანია ბიზნეს კომპანიების აღმოჩენა, მათი განვითარების ხელშეწყობა და დაჯილდოება.
საქართველო კავშირში 2015 წელს გაწევრიანდა.