ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის დავით მჟავნაძისთვის მუქარის მესიჯების გაგზავნის გამო შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით, რაც მუქარას გულისხმობს.
შსს-ს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ დავით მჟავანაძე უკვე გამოკითხულია და ინტესიურ რეჟიმში მიმდინარებს ყველა შესაბამისი ოპერატიული საგამომძიებლო ღონისძიებები.
როგორც დავით მჟავანაძე ამბობს, ოზურგეთის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ყოფილი დირექტორის, ეკა ნინიძის ძმა ჯაბა ნინიძე მას მოკვლით ემუქრება. ყველაფერი კი დავით მჟავანაძისა და ეკა ნინიძის ფეისბუქ მიმოწერების შემდეგ დაიწო.
“გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ამ დროისთვის ჯაბა ნინიძის გამოკითხვა არ მომხდარა, ის ხუთი წელია ამერიკაში მუშაობს და ცხოვრობს.