THE DAILYMAIL –ის ინფორმაციით, ათენის გარეუბანში მომხდარი ხანძრის შემდეგ, გადაუღებელი წვიმამ საბერძნეთის დედაქალაქის ნაწილი დატბორა.
საბერძნეთის საგანგებო სიტუაციების მომსახურების დეპარტამენტში სტიქიის დროს 140 ზარი შევიდა.
წყალმა საცხოვრებელი სახლები და ბიზნესდაწესებულებები დატბორა, გარდა ამისა, მარუსში მდებარე ღია ავტოსადგომი დააზიანა.
როგორც ცნობილია, ათენის გარეუბანში ძლიერ ხანძარს 82 ადამიანი ემსხვერპლა.