ბატონი კახა კუკავა ერთ „პოლიტიკურ“ ისტორიას ხსირად იგონებს.
„ზვიად ძიძიგურს „დიდი ტერორისტის“ სახელი აქვს, რითაც ამაყობს კიდეც და ყველას უმტკიცებს, მაგარი მსროლელი ვარ, ტყვიას ტყვიაში ვაჯენო. ნოემბრის არჩევნების დროს იარაღს ვატარებდი, რეზინის ტყვიებს რომ ისვრის.
დასავლეთ საქართველოში ვართ, ცოტა გართულებული სიტუაციაა და ზვიად ძიძიგური შემიჩნდა:
– ბიჭო, რად გინდა, სროლა მაინც არ იცი?
– შესაშინებლად.
– რომ არ შეეშინდეთ? მომეცი, მე მექნება, ხომ იცი, სნაიპერი ვარ და საქმე საქმეზე რომ მიდგეს, გამივიყენებ.
– ამის ხმარებაც იცი?
– აბა! იარაღი არ არსებობს თვალდახუჭულმა რომ ვერ დავშალო და ავაწყო.
რაღა მექნა, იარაღი უხალისოდ მივაწოდე. აიღო, ხელში შეათამაშა, ვა, რა მაგარია, რა მაგარიაო, შესძახა – „ბახ“ და თავისი პირადი დაცვის უფროსი ძირს არ გააგორა?! კიდევ კარგი, ფეხში მოხვდა და პატარა ზელვითა და კრუსუნით გადარჩა.
ძიძიგურს შევხედე, გაფითრებული დგას, ხმას ვერ იღებს.
– ყოჩაღ, – ვეუბნები, – ახლა კი მჯერა, რომ მართლა დასაჭერი იყავი.
– რატომ? – დაიბნა.
– კაცო, რეზინის ტყვიით ლამის კაცი მოკალი და იმ თოხითა და ბარით, რისთვისაც დაგიჭირეს, ვახუშტის ხიდს ვერ ააფეთქებდი?
ამ ამბის შემდეგ მისი დაცვა მე დამყვებოდა, მაგის ხელში აქეთ ვიყავით დასაცავები“.