რუსმა სამხედროებმა სირიაში დრონი ჩამოაგდეს. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS რუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დრონს სირიელი მეამბოხეები აკონტროლებდნენ. როგორც ცნობილია, რუსმა სამხედროებმა ის ავიაბაზიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით გაანეიტრალეს.