ამ წუთებში ოზურგეთის საკრებულოს სხდომა იმართება. სხვადასხვა განსახილველ საკითხებს შორის ყველაზე დიდი პოლემიკა გამოიწვია და დეპუტატებს კითხვები ჰქონდათ საკითხთან _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების საფასურის დადგენის შესახებ” მიმართებაში.
საკითხის დამტკიცებამდე სიტყვა ითხოვა დეპუტატმა დავით მჟავანაძემ.
საკრებულოს თავჯდომარემ დავით დარჩიამ დავით მჟავანაძეს უთხრა, რომ მისი მოსაზრება უკვე მოისმინეს.
რაზეც მჟავანაძემ უპასუხა: მაგის გამო ვარ მოსული, თორემ დავრჩებოდი ჩემს ცოლთან სახლში”, _ დეპუტატის პასუხმა კოლეგები გაამხიარულა.