მაშველებმა თბილისში, მტკვარში დაკარგული ორი ძმიდან, მეორე ძმის ცხედარიც იპოვეს.
მდინარე მტკვრიდან 20 წლის მამაკაცის ცხედარი მაშველებმა სამგორში ამოიტანეს.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, შეტყობინება ორი ახალგაზრდა მამაკაცის მდინარეში გაუჩინარებასთან დაკავშირებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 1 აგვისტოს, 15:00 საათზე შევიდა.
მაშველებმა 25 წლის მამაკაცის ცხედარი მეორე დღეს იპოვეს და მდინარიდან ამოიტანეს. პარალელურად, გრძელდებოდა 20 წლის მამაკაცის სამძებრო სამუშაოებიც. მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედრის პოვნა დღეს მოახერხეს.