პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი ,,გურია ნიუსთან“ ,,ქართული ოცნების“ იმ საპრეზიდენტო სცენარზე საუბრობს, რომელიც, შესაძლოა, შეიცვალოს და მმართველმა გუნდმა საპრეზიდენტო კანდიდატად ბიძინა ივანიშვილი წარადგინოს.
ცისკარიშვილი პოლიტიკური პროცესების ასეთ განვითარებას არ ელოდება. მისი თქმით, ივანიშვილის გაპრეზიდენტება თავად პარტიის თავმჯდომარისთვის იქნება დიდი თავსატეხი.
,,არამგონია რამე ისეთი მოხდეს დედამიწაზე, რომ ბატონ ბიძინას მიეცეს რაიმე მიზეზი იმისა, რომ მოეწონოს პრეზიდენტის სავარძელი.
რა უნდა გაუჭირდეს ბატონ ბიძინას იმისთანა, რომ გახდეს პრეზიდენტი, თუ გარე ძალამ არ აიძულა ასეთი ნაბიჯის გადადგმა. გაპრეზიდენტება თავად ბატონი ბიძინასთვის იქნება სერიოზული თავსატეხი, რასაც ის აცნობიერებს“, _ გვითხრა ცისკარიშვილმა.
გუშინ, პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურა დააყენა, თუმცა, მას, ჯერჯერობით, მმართველი გუნდი ოფიციალური მხარდაჭერას არ უცხადებს.
როგორც ცნობილია, ,,ქართული ოცნება“ არჩევნებში საპრეზიდენტო კანდიდატს არ წარადგენს, თუმცა, შესაძლებელია, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალოს და მმართველ გუნდს საპრეზიდენტო არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის დასახელება მოუწიოს.