იემენში საჰაერო იერიშის შედეგად 29 ბავშვი დაიღუპა, 30 კი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვები ავტობუსით მგზავრობდნენ.
როგორც ცნობილია, იემენის ხელისუფლების კოალიციამ იერიში ბაზარზე მიიტანა, რა დროსაც, იქ ხალხი იმყოფებოდა.
როგორც კოალიცია აცხადებს, მათი შეტევის სამიზნეს ამბოხებულები წარმოადგენდნენ.