8 აგვისტოს, ბათუმში 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა, რომელშიც წარმატებით იასპარეზეს ოზურგეთელმა მკლავჭიდელებმა.
ტურნირში, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ნაკრები გუნდები მონაწილეობდნენ, ოზურგეთელმა სპორტსმენებმა ოთხი მედლის _ ერთი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მოპოვება შესძლეს. გიორგი შუკაკიძემ – პირველი, ილია ჟვანიამ, როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა ხელით _ მეორე, ხოლო ლუკა ლიპარტელიანმა კი მესამე საპრიზო ადგილის დაკავება შესძლეს.
მკლავჭიდელთა ნაკრები შეჯიბრისთვის მწვრთნელებმა: გიორგი რუსიეშვილმა და ზურაბ ბურჭულაძემ მოამზადეს.