ევროპული საქართველოს წევრი ოთარ კახიძე ხელისუფლებას ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
აზერბაიჯანმა გადაწყვეტილება მიიღო და ციხიდან გაათავისუფლა ილგარ მამადოვი, რომელსაც ვანო მერაბიშვილის მსგავსად, სტრასბურგში გასაჩივრებული ჰქონდა პატიმრობა და მოიგო ევროკონვენციის 18 – მუხლი. ევროპული საქართველო მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ მიიღოს მხედველობაში ეს პრეცენდენტი და დაუყონებლივ დაიწყოს ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების პროცედურა.
ოთარ კახიძის განცხადებით: ევროსაბჭოს წევრი ყველა ქვეყნიდან დღეს, მხოლოდ საქართველოს ჰყავს ოფიციალურად პატიმარი, რომელზეც დადგენილია ევროკონვენციის მუხლის დარღვევა.