საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2018 წლის 21 აგვისტოს 10:00 სთ-დან 22 აგვისტოს 22:00 სთ-მდე, სამტრედია–ლანჩხუთი–გრიგოლეთისსაავტომობილო გზის მე-9 კმ-ზე (საჯავახო) სავალი ნაწილი დროებით ჩაიკეტება.
ამ მონაკვეთზე „საქართველოს რკინიგზა” გეგმავს დაცული სარკინიგზო გადასასვლელის საავტომობილო გზის ჰორიზონტალური მოედნის მოწყობას.
სამუშაოების წარმოების პერიოდში, საავტომობილო გზაზე გამოიყოფა სათანადოდ აღჭურვილი გამწევი ავტოსატრანსპორტო საშუალება.
„საქართველოს რკინიგზის” თანამშრომლები, უზრუნველყოფენ საავტომობილო ტრანსპორტის ნაკადის რეგულირებას. მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით”, _ ნათქვამია გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.