https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    რამდენი ადამიანია საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგული

    იური ლომაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალბანეთის სარეიტინგო სერიების ბრინჯაოს პრიზიორია!

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

    „ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

    ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

    “მომიტევეთ, ბ–ნო ბიძინა, ერთი შენიშვნა უნდა შემოგბედოთ” – ჯანგირაშვილი

    “დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

    “აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

  • 21-ს ქვევით

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

  • მსოფლიო

    ოსლოში აშშ-ს საელჩოსთან აფეთქება მოხდა

    ირანში ახალი უზენაესი ლიდერი აირჩიეს

    ტრამპმა ირანზე დღეს ძლიერი დარტყმა დააანონსა

    მედია – დუბაის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა

    ირანის პრეზიდენტი განხორციელებული დარტყმების გამო სპარსეთის ყურის სახელმწიფოებს ბოდიშს უხდის

    მედიის ცნობით, ირანმა დუბაის საერთაშორისო აეროპორტი დაბომბა – არიან დაშავებულები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რატომ უწევდათ საშუარზე წასვლა გურულებს

12:08; 20.08.2018
ისტორია
Share on FacebookShare on TwitterEmail

ბატონყმობის გაუქმებასა და საგლეხო რეფორმას გურულ გლეხთა მატერიალური მდგომარეობა არ გამოუსწორებია. როგორც მომდევნო ხანის სინამდვილემ აჩვენა, მთავრობა, ბატონყმობის გაუქმებით, მხოლოდ მოვლენის ზედაპირულ მხარეს შეეხო და არა მის საფუძვლებს, მან უშუალო მწარმოებელს მხოლოდ პირადი თავისუფლება მისცა და არა ეკონომიური დამოუკიდებლობა. გაზეთ ,,შრომის” კორესპონდენტის სიტყვით, გურიაში იმის გამო, რომ მიწის მთელი ფონდი, ,,მცირე ნაწილს გარდა”, მებატონეთა და ხაზინის საკუთრებას წარმოადგენდა, გლეხებს უმიწოდ სული ძვრებოდათ. ბევრი მათგანის საკუთარი მამულის რაოდენობა თურმე  900 კვადრატულ საჟენს (ან ერთ ქცევას) არ აღემატებოდა. ,,იშვიათია გლეხი, _ წერდა კორესპონდენტი, _ რომელსაც საკუთარი მიწა ჰყოფნიდა წლის სამუშაოდ და ოჯახის სარჩოდ. გლეხობის უდიდესი უმეტესობა სხვის მიწაზე მუშაობს საზიაროდ, ე.ი. იმ პირობით, რომ მოწეული ნამუშევრის ნახევარი მზა-მზარეულად თავისი ხელით მიწის პატრონს მიუტანოს…” დავამატებ, რომ მოუსავლიან წელს გლეხი იძულებული იყო, რომ იჯარის პირობა მაინც შეესრულებინა, ამისთვის ,,აღთქმული რაოდენობა სხვა წყაროებიდან უნდა შეევსო.” იჯარის ასეთი მძიმე ფორმა გურიაში 1903 წლამდე არსებობდა. მართალია, მწარმოებელი კლასის მცირე ნაწილი ეკონომიურად ძლიერდებოდა და სოფლის ბურჟუაზიის რიგებში გადადიოდა, მაგრამ აბსოლუტური უმრავლესობა უძლურდებოდა და უკიდურეს სიღატაკისკენ მიექანებოდა.

ეს იყო მიზეზი იმისა, რომ გლეხი საარსებო წყაროს მოსაპოვებლად, ტოვებდა საკუთარი კარ-მიდამოს და ,,საშუარზე” მიდიოდა. საქართველოში გურული გლეხი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც გარე სამუშაოზე გავიდა, ისიც აღსანიშნავია, რომ გურიის სოფლებიდან მუშა ხელის გადინება წლების განმავლობაში არ წყდებოდა.

მთავარმართებლის საბჭოს წევრი სულთან კრიმ-გირეი აღნიშნავდა: ,,…გურულებს ძალიან ცოტა მიწა დაურიგეს, ისიც ცუდი და უვარგისი… რადგან მიწა არ ჰქონდათ, ამიტომ ისინი შავი ზღვის ნავსადგურებსა და რკინიგზებზე მუშაობდნენ და მთავრობის წინააღმდეგ მიმართული ლიტერატურაც იქ გაიცნეს.” კრიმ-გირეის ანგარიშებიდან ცნობილია, რომ მარტო 1904-05 წლებში გარესამუშაოზე გასული იყო მოზრდილი მამაკაცების თითქმის ნახევარი. მამაკაცებთან ერთად გარესამუშაოზე გადიოდნენ ქალებიც.

გურულებმა უპირველესად გეოგრაფიულად უახლეს პუნქტს, ბათუმს მიაშურეს. ბაქო-ბათუმის რკინიგზის გაყვანის შემდეგ ბაქოს ნავთისა და ნავთობის სხვა პროდუქტების გატანა საზღვარგარეთ მხოლოდ ბათუმის ნავსადგურით ხდებოდა. თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ბათუმის ნავსადგურს, ეს იქიდან ჩანს, რომ მარტო 1888 წელს ბათუმიდან მსოფლიო ბაზარზე გატანილ იქნა ნავთის მთელი მსოფლიო მოხმარების 21,2 პროცენტი. პორტო ფრანკოდ ანუ უცხოური საქონლის უბაჟოდ შეტანა-გამოტანის უფლების მქონე ნავსადგურად გამოცხადებულ ბათუმში გურულები ნავსადგურში, ნავთის ქარხანასა და სხვა საწარმოებში მუშაობდნენ. ამის გარდა მათ ტუაფსეში, ნოვოროსიისკში, ოდესაში, ციმბირში და რუსეთის სხვა ადგილებში შეხვდებოდით (გურულები იმპერიის გარეთაც ახერხებდნენ თურმე სამუშაოდ წასვლას). სხვადასხვა მასალებიდან ჩანს, რომ თუ გლეხების ერთი ნაწილი ქარხნებსა და პორტში მუშაობდა, მეორე ნაწილი დღიურ დაქირავეულ მუშად მიდიოდა. 

სხვათაშორის, რომ შეემცირებინათ და ხელი შეეშალათ სოფლებიდან გლეხების გადინებისთვის, ხელისუფლებამ შემოიღო საპასპორტო სისტემა: იმ გლეხებს, რომელთაც არ ჰქონდათ გადახდილი მთავრობის, მემამულის და სამღვდელოების ყველა გადასახადი, არ აძლევდნენ პასპორტებს, პასპორტის გარეშე კი შეუძლებელი იყო ქალაქში წასვლა და სამუშაოზე მოწყობა. გურულები მოითხოვდნენ საპასპორტო სისტემის გაუქმებას, რათა თავისუფლად გადაადგილებისა საშუალება მისცემოდათ: ,,რაიმე ვალი გვაქვს, ფული გვჭირია, გვინდა ქალაქში წავიდეთ სამუშაოდ, რომ ეგებ ორი ფარა ვიშოვოთ, მაგრამ არ გვიშვებენ, ჯერ ვალი გადაიხადეთ, მერე პასპორტი მიიღეთო. ფული არა გვაქვს, ფულის საშოვრად მივდივართ და ჯერ ფული გადაიხადეთო, ვის გაუგონია.”

გურიაში იყო სოფლები, საიდანაც მთელი მცხოვრებლების ნახევარი გარე სამუშაოზე იყო გასული. მაგ., სოფელ ზემოხეთიდან სამუშაოდ იყო გასული 266 ადამიანი, ნანეიშვილიდან – 222, ერკეთიდან -300 და ა.შ.

რა თქმა უნდა მშობლიური ადგილებიდან შორს წასვლა, გლეხისთვის თვითმიზანს არ წარმოადგენდა. პირველ რიგში ის ცდილობდა საკუთარ სოფელში ან ახლო-მახლო ეშოვნა სამუშაო. თურმე ხშირად დადიოდნენ ყურძნის კრეფის დროს მამათში, აცანაში, აკეთსა და სხვა ადგილებში. დღეში გასამრჯელოდ ეძლეოდათ ერთი ფუთი (16,38 კგ) ღვინო და ასევე სხვა ხარჯი დამქირავებლის იყო.

ბათუმში მომუშავე გურული გლეხების შემადგენლობა მუდმივად იცვლებოდა, სხვადასხვა ცნობებით, ოზურგეთის მაზრის თითქმის მთელ მოსახლეობას ჰქონდა შეხება იქაურ მუშებთან და ისინი მუდმივად იმყოფებოდნენ სოციალ-დემოკრატიული პროპაგანდის გავლენის ქვეშ. ბათუმის 1902 წლის 9 მარტის დემონსტრაციის ჩახშობის შემდეგ დაიწყო რეპრესიები და მუშათა გასახლება ქალაქიდან მშობლიურ სოფლებში. ,,…მთავრობამ ბათომის გაფიცული მუშები, რომელთაგან დიდი უმრავლესობა გურულები იყვნენ, ,,ეტაპით” გადაგზავნა თავ-თავიანთ სოფლებში (მუშების გაგზავნა მთელი ერთი თვის განმავლობაში არ შეწყვეტილა _ ი. მ.)… სოფლებში დაბრუნებამ დიდათ შეუწყო ხელი გურიის გლეხობის მასიურ მოძრაობას თვითმპყრობელობის წინააღმდეგ” -წერდა თენგიზ ჟღენტი. ამაზე ამახვილებდნენ ყურადღებას თავად რევოლუციურ ქარტეხილების უშუალო მონაწილენი: 1908 წელს ოზურგეთის მაზრის ყოფილმა უფროსმა ლაზარენკომ ,,გურიის რესპუბლიკის” სასამართლო პროცესზე, კითხვაზე, თუ ვინ აწყობდა გურიაში რევოლუციასო, სავსებით სამართლიანად აღნიშნა: ,,…რევოლუცია გურიაში არ დაწყებულა, ის დაიწყო ბათუმში და იქიდან გურიაში გადმოვიდა.” გასახლებულ მუშებად ქცეულნი ყოფილი გლეხები პროკლამაციებს და სხვა არალეგალურ ლიტერატურას ავრცელებდნენ მოსახლეობაში და ეწეოდნენ პოლიტიკურ მუშაობას. პროპაგანდისტებს გურულები ,,მქადაგებლებს” ეძახდნენ. მათ `მესამედასელების” დახმარებით უზარმაზარი გავლენა იქონიეს გურულებს შორის რევოლუციური მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე.  საბოლოოდ გურულებმა ბოიკოტი გამოუცხადეს მეფის მთავრობას, საკუთარი თვითმმართველობა ჩამოაყალიბეს, რომელიც ,,გურიის რესპუბლიკის” სახელითაა ცნობილი. ეს იყო ერთგვარი რეპეტიცია, რომელიც რამდენიმე წლის შემდეგ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნით დასრულდა, რომლის მშენებლები, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, უმთავრესად გურულები იყვნენ.

გამოყენებული ლიტერატურა: ირაკლი მახარაძე _ “გურიის რესპუბლიკა”;
გულნარა ცეცხლაძე _ “გურიის მოსახლეობის საოჯახო ყოფა”
გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

ისტორია

ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

10:26; 20 თებერვალი, 2026
ისტორია

,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

13:07; 12 თებერვალი, 2026
ისტორია

ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

11:25; 5 თებერვალი, 2026
ისტორია

ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

10:45; 14 იანვარი, 2026
ისტორია

“ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

15:02; 12 იანვარი, 2026

ბავშვთა სუიციდისა და სუიციდის მცდელობის მაჩვენებელი 20%-ით არის გაზრდილი _ სახალხო დამცველი

"ოცნების" აღმასრულებელი მდივანი: მიმდინარე მოვლენები დინამიკაში უნდა განვიხილოთ

ყველა სიახლე

საზოგადოება

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და მოპოვება-ტრანსპორტირების ფაქტები გურიასა და აჭარაში

11:03; 9.03.2026
საზოგადოება

თბილისი – ზუგდიდის მატარებელი კასპთან მწყობრიდან გამოვიდა

10:40; 9.03.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: “იმედის” და “პოსტივის” დასანქცირება არაგონივრული ნაბიჯია ბრიტანული ხელისუფლების მხრიდან

10:31; 9.03.2026
სამართალი

სარეალიზაციოდ გამზადებული 49 შეკვრა „ალფა-პვპ“ და „გამომშრალი მარიხუანა“ – დაკავებულია ორი პირი

10:21; 9.03.2026
სამართალი

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია ორი პირი

10:17; 9.03.2026
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი 1956 წლის 9 მარტის ტრაგედიიდან 70 წლის წლისთავს ეხმიანება

10:10; 9.03.2026
ზაფრანი

წლის მფარველი და ფარული ენერგია – რას ამბობს თქვენზე ჩინური ჰოროსკოპი

9:59; 9.03.2026
ზაფრანი

რომელი ციფრები იზიდავს წარმატებას

9:43; 9.03.2026
საზოგადოება

ინტენსიური თოვა და ქარბუქი გზაზე – სად დაწესდა მოძრაობაზე ნაწილობრივ შეზღუდვა

7:58; 9.03.2026
სპორტი

ოზურგეთელმა სპორტსმენებმა ღია პირველობიდან კიკბოქსინგში შინ 7 ოქროს მედალი წამოიღეს

20:14; 8.03.2026
პოლიტიკა

სახალხო დამცველი: 2025 წელს გამოვლინდა 12 ქალის მკვლელობის და 21 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი

19:36; 8.03.2026
სამართალი

შსს-ში სოფელ აღაიანში ავტოსაგზაო შემთხვევისა და შემდგომ მომხდარი ინციდენტის დეტალებს განმარტავენ

18:42; 8.03.2026
მსოფლიო

ოსლოში აშშ-ს საელჩოსთან აფეთქება მოხდა

18:12; 8.03.2026
სპორტი

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები „რაგბი ევროპის“ ფინალში იასპარეზებს

18:01; 8.03.2026
სამართალი

რუსთავში მამაკაცი დააკავეს

17:32; 8.03.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

11:35; 4.03.2026
0

„ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

15:29; 3.03.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო