თურქეთი ამერიკის შეერთებულ შტატებს ეკონომიკურ ომში ადანაშაულებს. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები თურქეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ ომს აწარმოებს და არ ფიქრობს ნატოს ფუნდამეტურ პრინციპებსა და ღირებულებებზე, რისი დასტურიც, ტრამპის ეროვნულ უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის განცხადებაა.
„ტრამპის ადმინისტრაცია აპირებს გამოიყენოს სავაჭრო ტარიფები და სანქციები გლობალური სავაჭრო ომის დასაწყებად.
თურქეთს არ აქვს ეკონომიკური ომის დაწყების სურვილი რომელიმე მხარესთან, თუმცა არ შეიძლება სიჩუმე შეინარჩუნოს, როცა მის ეკონომიკას და სასამართლო სისტემას თავს ესხმიან“,_ განაცხადა კალინმა.
მან მოუწოდა ვაშინგტონს პატივი სცეს თურქეთის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას.
როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და თურქეთს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე და თურქეთში მცხოვრები პასტორი ანდრეიუ ბრუნსონი სამართალდამცავებმა გამოძიების ფარგლებში დააკავეს. საქმე 2016 წელს სამხედრო გადატრიალების მცდელობას ეხება და პასტორს მასში მონაწილეობას აბრალებენ.