რამდენიმე წუთში, ოზურგეთში, “ქართული ოცნების” ლიდერები კახი კალაძე და ირაკლი კობახიძე პარტიის ადგილობრივ აქტივს შეხვდებიან
შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართება, რომელზეც საუბარი იქნება ოზურგეთში შექმნილ კრიზისულ სიტუაციაზე.
“ქართული ოცნების” ოზურგეთელი წევრები “გურია ნიუსთან“ ამბობენ, რომ თუკი ლიდერები მათ დეტალურად არ აუხსნიან, რატომ ხდება მათი დევნა, რატომ არ გვარდება კრიზისი და რატომ არ ადარდებს ხელისუფლებას მათი მხარდამჭერების ბედი, პარტიის რიგებს დღესვე დატოვებენ.
ჩვენი ინფორმაციით, ამავე შეხვედრაზე, შესაძლოა, პარტიის ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ მერაბ ჭანუყვაძემ თანამდებობა დატოვოს.