პოლიციის არსენალის შემოწმებისას ნამდვილი იარაღის ნაცვლად ხისა და პლასტმასის სათამაშო თოფები დახვდათ. შემთხვევა, BBC-ის ინფორმაციით, პარაგვაიში, ქალაქ კაპიატაში მოხდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, არსენალის შემოწმების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ადგილობრივ „შავ ბაზარზე“ სამართალდამცველების იარაღის გაყიდვის შემთხვევები გახშირდა.
შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მოპარულია FN FAL-ის 42 ცეცხლსასროლი იარაღი.
როგორც ცნობილია, გაუჩინარებული იარაღის სავარაუდო ღირებულება 10 ათასი დოლარია.