რიო დე ჟანეიროში, ბრაზილიის ეროვნულ მუზეუმს, ცეცხლი გაუჩნდა. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, მუზეუმის კოლექციაში 20 მილიონზე მეტი ნივთი ინახებოდა.
ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებით, მუზეუმის განადგურება ქვეყნისთვის შეუფასებელი დანაკარგია.
როგორც ცნობილია, მუზეუმი 1818 წელს იყო დაარსებული.
ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი მიზეზი და ცეცხლის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა უცნობია.