ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის პრეზიდენტობის კანდიდატების რიგითი ნომრები განსაზღვრა. საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები უადრეს ვადაში, დღეს გამართულ სხდომაზე განხორციელდა.
პრეზიდენტობის კანდიდატების წარდგენის მიზნით ცესკოს 46-მა საარჩევნო სუბიექტმა/საინიციატივო ჯგუფმა (მათ შორის 26 საინიციატივო ჯგუფი და 20 პოლიტიკური პარტია) მიმართა. პარტია „წმინდა ილია მართლის საზოგადოებას“ და საინიციატივო ჯგუფს (შემადგენლობა: ბექა სახვაძე, მზიური შონია, ნინო მეტრეველი, ჯაბა ჯიქურაშვილი, მარიამ გელაშვილი) უარი ეთქვათ არჩევნებში მონაწილეობასა და კანდიდატის წარდგენაზე.
წილისყრის პროცედურაში მონაწილეობა 34-მა საარჩევნო სუბიექტმა მიიღო. ხოლო დანარჩენ სუბიექტებს რიგითი ნომრები მოთხოვნის საფუძველზე მიენიჭათ (საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, პარტიებს, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებში, უფლება აქვთ მოითხოვონ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის ის რიგითი ნომერი, რომელიც მათ მინიჭებული ჰქონდათ თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებისას. თუ რიგითი ნომერი მინიჭებული ჰქონდა საარჩევნო ბლოკს, მისი გამოყენების უფლება ეძლევა აღნიშნული ბლოკის წევრთა ჩამონათვალში პირველად დასახელებულ პარტიას. იმ შემთხვევაში, თუ უფლებამოსილმა პარტიამ არ ისარგებლა ამ უფლებით, ან უარი განაცხადა რიგითი ნომრის დატოვებაზე, მას რიგითი ნომერი მიენიჭება წილისყრით ცესკოს სხდომაზე, იმ საარჩევნო სუბიექტებთან/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატებთან ერთად, რომლებზეც არ ვრცელდება აღნიშნული საკანონმდებლო ნორმები).
საარჩევნო სუბიექტები, რომელთაც რიგითი ნომრები საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით (წილისყრაში მონაწილეობის გარეშე) განესაზღვრათ:
№13 – „საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია” – ზვიად მეხატიშვილი;
№21 – „თავისუფალი საქართველო” – კახა კუკავა;
№22 – „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” – ოთარ მეუნარგია;
№23 – „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის” – ირაკლი გორგაძე;
№25 – „თავისუფალი დემოკრატები” – დავით უსუფაშვილი;
№30 – „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია” (ედპ) – ზვიად იაშვილი;
№35 – „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა” – გელა ხუციშვილი;
№36 – „გირჩი” – ზურაბ ჯაფარიძე;
№40 – „ახალი ქრისტიან-დემოკრატები” – ლევან ჩხეიძე.
წილისყრის პროცედურის შედეგების მიხედვით 9 პარტიას მიენიჭა შემდეგი რიგითი ნომრები:
№13 – „საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია” – ზვიად მეხატიშვილი;
№21 – „თავისუფალი საქართველო” – კახა კუკავა;
№22 – „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” – ოთარ მეუნარგია;
№23 – „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის” – ირაკლი გორგაძე;
№25 – „თავისუფალი დემოკრატები” – დავით უსუფაშვილი;
№30 – „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია” (ედპ) – ზვიად იაშვილი;
№35 – „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა” – გელა ხუციშვილი;
№36 – „გირჩი” – ზურაბ ჯაფარიძე;
№40 – „ახალი ქრისტიან-დემოკრატები” – ლევან ჩხეიძე.
საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისათვის რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილ პრეზიდენტობის კანდიდატებს განესაზღვრათ შემდეგი რიგითი ნომრები:
№42 – ბესიკ აფხაიძე;
№43 – გიორგი შენგელაია;
№44 – ზაქარია როჭიკაშვილი;
№45 – იაკობ გრიგორიევი;
№46 – ვაჟა ჩხაიძე;
№47 – ბონდო ბარათაშვილი;
№48 – სალომე ზურაბიშვილი;
№49 – ბესარიონ თედიაშვილი;
№50 – დავით ამაშუკელი;
№51 – გიორგი ანდრიაძე;
№52 – გიორგი გახოკია;
№53 – ივანე ნუგზარაშვილი;
№54 – ელისო დონაძე;
№55 – გია ჩხიკვაძე;
№56 – მაია ნინუა;
№57 – კობა ჯულაყიძე;
№58 – კახაბერ ჭიჭინაძე;
№59 – ნიკოლოზ ლეკიშვილი;
№60 – ნინო ჯიქია;
№61 – ზაურ მეკოკიშვილი;
№62 – ვლადიმერ ნონიკაშვილი;
№63 – თამაზ ბიბილური;
№64 – იოსებ ბიბილეიშვილი;
№65 – თეიმურაზ შაშიაშვილი;
№66 – დენიზა სუმბაძე.