ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორის, მაკა ჭყონიას ინფორმაციით, წელს სააღმზრდელო პროცესი 43 საბავშვო ბაღიდან მხოლოდ 3-ში არ დაწყებულა.
“სოფელ შრომაში არის ორი საბავშვო ბაღი, ერთ-ერთში არ დაწყებულა სააღმზრდელო პროცესი, რადგან სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გარკვეული რეკომენდაციები მოგვცა და მიმდინარეობს ამ საკითხის მოგვარება. სოფელ ჭანიეთში, ასევე, ბაღის შენობაში იყო გარკვეული პრობლემები, საპირფარეშოში და რამდენიმე ადგილას, ამ წუთებში მიდის სარემონტო სამუშაოები და რაც შეეხება მესამე ბაღს, ურეკში აშენდა ახალი საბავშვო ბაღი, იქ სააღმზრდელო პროცესი 1 ოქტომბერს განახლდება“, _ გვითხრა მაკა ჭყონიამ.