ახალგაზრდა ქალს მატარებელი დაეჯახა _ შემთხვევა თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონში, ფეიქრების ქუჩასთან მოხდა. შემთხვევის შედეგად ქალი ადგილზე დაიღუპა.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.