ხმაურით დასრულდა “ქართული ოცნების” მხარდაჭერილ კანდიდატთან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა ლანჩხუთში. გარეთ გამოსულ დეპუტატს “ნაციონალური მოძრაობის” წევრები სასტვენებით და პლაკატებით დახვდნენ.
_ არცერთი ხმა მოღალატეს, აფხაზეთი განგრენა არ არის, _ ეწერა პლაკატებზე.
აღსანიშნავია, რომ ზურაბიშვილის საწინააღმდეგო აქციაში “ნაციონალური მოძრაობის” ჩოხატაურის ორგანიზაციის წევრებიც მონაწილეობდნენ.
აქციასთან დაკავშორებით კომენტარი გააკეთა სალომე ზურაბიშვილმაც.
_ ეს არის კომუნიზმი დროიდნელი გადმონაშთი, _ აღნიშნა ზურაბიშვილმა.