უამრავი საინტერესო და კარგი კომბინაცია არსებობს მინერალურ ქვებსა და ზოდიაქოს შორის. თითო ზოდიაქოს რამოდენიმე ქვა შეესაბამება ხოლმე. აქ მოყვანილია ერთ-ერთი კომბინაცია, რომელიც ზოდიაქოს ნიშნების ამა თუ იმ თვისებას აძლიერებენ ან ასუსტებენ.
ამეთვისტო – ვერძი
ამეთვისტო ამშვიდებს ვერძის ფეთქებად ბუნებას, ასუსტებს მის ეგოიზმს, უხსნის დაძაბულობას, ხელს უშლის მიიღოს სწრაფი გადაწყვეტილებები, რითაც იგი უფრო კეთილგონიერი ხდება.
კურო – ქალცედონი
ქალცედონი კუროს ჩუქნის სიხარულს და ეხმარება სტრესული სიტუაციების გადატანაში, ხელმომჭირნე კუროებს კი ასწავლის გაცემას.
ტყუპები – ტოპაზი
ტოპაზი ტყუპებს იცავს სახიფათო ვნებისაგან, ფსიქიკური და ნერვული აშლილობისაგან, ეხმარება უძილობის დაძლევაში.
კირჩხიბი – კატის თვალი (ქრიზობერილი)
კატის თვალი კირჩხიბს უქრობს პესიმიზმს, ასევე ეხმარება თავი დააღწიოს სხვა ადამიანის ზეგავლენას. მოაქვს სიყვარული და გამძლეობა.
ლომი – ტოპაზი
ტოპაზი ამდაბლებს ლომის ეგოიზმს და აუმჯობესებს მის მატერიალურ კეთილდღეობას.
ქალწული – ნეფრიტი
ნეფრიტი ქალწულს ამაღლებს სულიერად, მატებს კეთილშობილებასა და უშუალობას.
სასწორი – ოპალი
ოპალი სასწორს ეხმარება დაარეგულიროს ცვალებადი ხასიათი, ებრძვის მის სკეპტიციზმსა და მერყეობას.
მორიელი – ძოწი
ძოწის საშუალებით მორიელი ხდება უფრო მხიარული და მეგობრული. ეს ქვა ეხმარება დაარეგულიროს ემოციონალური ბალანსი და გახდეს უფრო ლმობიერი.
მშვილდოსანი – ამეთვისტო
ამეთვისტოს წყალობით მშვილდოსანი უფრო სერიოზული და ჩამოყალიბებულია. ეს ქვა იცავს ღვიძლის დაავადებებისგანაც.
თხის რქა – მალაქიტი
მალაქიტი აუმჯობესებს და ამაგრებს თხის რქის ძვლოვან სისტემას, ეხმარება გულცივობის დაძლევასა და თავის უკეთ გამოხატვაში.
მერწყული – ცირკონი
ცირკონი აუმჯობესებს მერწყულის გონებრივ შესაძლებლობებს. მას მატებს კონსერვატულობას.
თევზები – აკვამარინი
აკვამარინი თევზებს აჯილდოებს გაბედულებით და მატებს ღირსების გრძნობას.