„თუ ზაზა ოქუაშვილს უნდა, გაირკვეს სიმართლე, აიღებდა მტკიცებულებებს, მიიტანდა პროკურატურაში, მისცემდა ჩვენებას, წაიღებდა ლონდონში, სხვადასხვა შესაბამის საერთაშორისო ინსტიტუტებში, სადაც ამის გარკვევა და გარჩევა შეიძლება, მაგრამ არა – ორი კვირის განმავლობაში დღეში ერთი რაღაც გაუგებარი ჩანაწერი” – განაცხადა რუსთავი -2 -ს თოქშოუ არჩევანში ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ.
მან მაგალითად მოიყვანა ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატის ზაზა ხატიაშვილის მიერ გამოქვეყნებული, ლონდონში ერთერთ ჩანაწერზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, ჩანაწერი დამონტაჟებულია.
„ყოველდღიურად დაგეგმილი პიარკამპანიის სახით მოგვეწოდება ახალი ნეგატიური ინფორმაცია, რომლის გაზიარებასაც რეალური საფუძველი არ აქვს. დარწმუნებული ვარ, გამოძიება ამას პასუხს გაცემს”- განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, მოსწონს თუ არა ეს ვინმეს, ქვეყანა ვითარდება, ადგას დასავლურ, ევროპულ კურსს, რისი ბევრი არგუმენტია, მათ შორის ვიზალიბერალიზაცია, ჩვენი ქვეყნის მიმართ სტრატეგიული პარტნიორების განწყობა და სხვა.
„მაგრამ არის ერთი ფაქტორი, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში განსაკუთრებით წამოყოფს ხოლმე თავს, ეს არის ნაციონალური მოძრაობა თავისი დანაყოფებით. არანაირი ევროპული საქართველო, არანაირი გაერთიანებული ოპოზიცია არარსებობს.
მთავარი კონკურენტი ჩვენი ჯერ კიდევ ქვეყანაში არის ნაციონალური მოძრაობა თავისი დანაყოფებით და ეს ძალა ცდილობს, მთავარ ღირებულებებს დაარტყას და დაარტყას ქართულ ოცნებას იქ, რაზეც რეალურად დგას ქართული ოცნება – ეს არის ბიზნესის თავისუფლება და ამის წინააღმდეგ მათი მიზანია, შექმნან რაიმე სახის მტკიცებუებები იმ დონეზე მაინც, რომ საზოგადოება ან მისი ნაწილი შეცდომაში შეიყვანონ საარჩევნო მიზნებისთვის.
ეს არის მედიაპლურალიზმი და ამშემთხვევაში ცდილობენ გამოიყენონ ერთი ქეისი ამ მთავარი ღირებულების წინააღმდეგ, ეს არის ბიზნესის თავისუფლება, ყველა ის კომპონენტი, რომელიც შეიქმნა 2012 წლის შემდეგ.
რაც შეეხება იმას, არის თუ არა ომეგას და იბერიას საქმე გამიზნულად ორკესტრირებული ნაციონალურ მოძრაობის მიერ და ეს შემთხვევით არ ხდება არჩევნების წინ, მდინარაძე პასუხობს, რომ ამაზე გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი.
„ არ მგონია რომ ამ ქვეყანაში არსებობდეს ერთი ადამიანი, რომელიც ფიქრობს რომ ამას ნაციონალურ მოძრაობა თავისი მედიასაშუალებების მეშვეობით არ იყენებს ქართული ოცნების და ხელისუფლების წინააღმდეგ. თუ არ დაიკითხა მთავარიავტორი პრეტენზიისა, რომელიც კონკრეტულ პრეტენზიებს კონკრეტულ პირებს უყენებს და ამით უნდა ჩრდილი მიაყენოს კონკრეტულ სიკეთეებს, არ დაიკითხოს და ამის გარეშე მიმდინარეობდეს გამოძიება. უნდა დაიკითხოს პირველ რიგშიადამიანი, რომელიც თავის თავს უწოდებს დაზარალებულს და თუ რაიმე ცოტა რეალური მაინც იქნება, შემდეგი ეტაპი არის გამოძიების მიმდინარეობა’ – აცხადებს მამუკა მდინარაძე.