კომპანია “სვეტის” დირექტორი, გივი ჯიბლაძე დაკავებულია.
ამ წუთებში, მის საცხოვრებელ სახლში სამართალდამცველები იმყოფებიან და როგორც გვითხრეს ჩხრეკა მიმდინარეობს.
ჯიბლაძის დაკავების შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
კომპანია „სვეტს“ შეჩერებული მშენებლობების გამო ასობით დაზარალებული ჰყავს, რომლებიც დიდი ხანია საპროტესტო აქციებს მართავენ.