https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    „მკაცრად დავიცავთ ეროვნულ ინტერესებს“ _ ვის მხარეზეა ირანის არმია

    დაპატიმრებულია შვეიცარიაში მდებარე იმ ბარის მეპატრონე, რომელში გაჩენილი ხანძრის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა

    ტრამპი: აშშ-ს გრენლანდიის ფლობა სჭირდება, რომ რუსეთმა და ჩინეთმა მისი მიტაცება ვერ შეძლონ

    ფული სამშობლოს სანაცვლოდ _ აშშ გრენლადიელებისთვის თანხის დარიგებას აპირებს

    ჰამენეი: „ტრამპმა რიმ იცოდეს, როგორ მართოს ქვეყანა, საკუთარ ქვეყანას მართავდა“

    ნაგავსაყრელის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    „მკაცრად დავიცავთ ეროვნულ ინტერესებს“ _ ვის მხარეზეა ირანის არმია

    დაპატიმრებულია შვეიცარიაში მდებარე იმ ბარის მეპატრონე, რომელში გაჩენილი ხანძრის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა

    ტრამპი: აშშ-ს გრენლანდიის ფლობა სჭირდება, რომ რუსეთმა და ჩინეთმა მისი მიტაცება ვერ შეძლონ

    ფული სამშობლოს სანაცვლოდ _ აშშ გრენლადიელებისთვის თანხის დარიგებას აპირებს

    ჰამენეი: „ტრამპმა რიმ იცოდეს, როგორ მართოს ქვეყანა, საკუთარ ქვეყანას მართავდა“

    ნაგავსაყრელის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ქართული კინოს პირველი ნაბიჯები

12:10; 5.10.2018
კულტურა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ოქტომბრის რევოლუციას რუსეთიდან გამოქცეულ კულტურის მოღვაწეთა გარდა, თბილისი ყველა ჯურის ანტიქართული, განსაკუთრებით კი შენიღბული და აშკარა ბოლშევიკებით გაივსო. ყველას სურდა მსუქანი ნაჭერი მიეტაცა, დემორალიზაცია შეეტანა ქართულ საზოგადოებაში ან სულაც დაემხო არსებული წყობილება. სწორედ მაშინ თბილისის მერად დაინიშნა სოციალ-დემოკრატი, გურიის ,,პრეზიდენტი” ბენია ჩხიკვიშვილი და როგორც ამბობენ, მის დროს დედაქალაქი `საგრძნობლად გაეროვნულდა და წინ წავიდა”.  მაგრამ ,,ძალა აღმართს ხნავსო” ვერც თბილისმა და ვერც საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ბოლშევიკების შეტევებს ვერ გაუძლო, მან დაახლოებით სამი წელი იარსება და ამ ხნის განმავლობაში რამოდენიმე ომი და მცირე ზომის შეიარაღებული კონფლიქტი გადაიტანა, რასაც ზოგიერთი მდიდარი და ძლიერი სახელმწიფოც კი ვერ გაუძლებდა.. ასეთ პირობებში ახალ მთავრობას უამრავი საზრუნავი გააჩნდა და კინოსათვის ნაკლებად ეცალა. ამიტომ ბევრმა ენთუზიასტმა, ისეთმა როგორც გერმანე გოგიტიძეა, ინიციატივა საკუთარ ხელში აიღო. კინო საქმის აღორძინებისათვის კი სწორედ ასეთი ენერგიისა და გაქანების ადამიანი იყო საჭირო. შემდეგ წლებშიც ეროვნული კინოწარმოების ორგანიზაციასთან დაკავშირებული ყველა ინიციატივა გოგიტიძის სახელს უკავშირდება.

1919 წლის 27 სექტემბერს კოოპერატივთა კავშირის გამგეობასა და გერმანე გოგიტიძეს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა გადაღებული სურათების პროვინციებში ჩვენებას, ამისთვის სათანადო ტექნიკას საქართველოს ლატარეის კომისია იძლეოდა. სეანსებიდან მიღებული თანხა თანაბრად ნაწილდებოდა გოგიტიძესა და კოოპერატივთა კავშირს შორის. ამ ხელშეკრულებით ქართული კინო საზოგადოებრივ ორგანიზაციად იქცა.

1918 წელს კინოთეატრ “აპოლოს” მეპატრონემ, მეორე გილდიის ვაჭარმა ჰენრიხ გეგელემ ითავა გერმანული კინოსურათების ხელახალი დამონტაჟება და ტიტრების რუსულად თარგმნა. მან სათანამშრომლოდ მიიწვია ოპერატორი ალექსანდრე დიღმელოვი (დიღმელაშვილი) და კინოთეატრის უკან ააშენა ორსართულიანი ხის ქოხი-ლაბორატორია, სადაც ეს საქმიანობა უნდა განხორციელებულიყო. ყოველ საღამოს, კინოსეანსების დამთავრების შემდეგ, ალექსანდრე დიღმელოვი და გეგელეს ნათესავი, გერმანული ენის მცოდნე ქალი ნახულობდნენ ფილმებს. ქალბატონი თარგმნიდა წარწერებს, დიღმელოვი კი წერდა, იღებდა, ბეჭდავდა ტიტრებს და სვამდა მათ ფილმში.

კინოლაბორატორია იმდენად პოპულარული გახდა, რომ გეგელესთან ხელშეკრულება დადო კომერსანტმა პავლე პირონემ, რომელიც მთელ ამიერკავკასიაში კინოთეატრების ქსელს ფლობდა, მას თბილისში თავისი ფირმის _ “ფილმას” ფილიალიც ჰქონდა გახსნილი (“ფილმა” 1908 წლიდან არსებობდა და თბილისში ოთხი კინოთეატრი ჰქონდა გახსნილი) ,,და თითქმის ამ საქმის მონოპოლისტადაც იქცა”.  ხელშეკრულება ითვალისწინებდა ამ ფილიალის მომავალი ფილმებისათვის წარწერების დამზადებას.   

პირონემ გადაწყვიტა არ შემოფარგლულიყო მარტო უცხოური და რუსული ფილმების შემოტანით და საკუთარი მხატვრული კინოსურათების წარმოება დაეწყო, ამით მას სურდა ერთგვარი კონკურენცია გაეწია “ქრისტინესათვის”. საქმე იმაშია, რომ პირველი ქართული ფილმის წარმატებამ პირონე შეაშფოთა, ამიტომაც ჩამოიყვანა ბაქოდან თბილისში წამოიყვანა თავისი თანამშრომელი, მსახიობი ვლადიმერ ბარსკი, რეჟისორად გაამწესა და დაავალა ფილმების შექმნა. შეიქმნა ათკაციანი კინოჯგუფი, რომელშიც ოპერატორის ფუნქციებს ალექსანდრე დიღმელოვი ასრულებდა. ვლადიმერ ბარსკიმ ჯერ თავი იმით გამოიდო, რომ გაზეთ “Тифлисский листок”-ში დაბეჭდა წერილი ფილმის ავტორთა წინააღმდეგ, რომელშიც ,,სცადა გაებიაბრუებინა ,,ქრისტინე”,  უნდა ითქვას, რომ წუწუნავას თავდაპირველად ყველა აკრიტიკებდა, მონტაჟი არ იცისო, კინოში არაფერი გაეგებაო, ისაო, ესაო, გასაბჭოების შემდეგ კი დაადანაშუალეს, რომ პირველმა ქართულმა ფილმმა კინოში შემოიტანა და დაამკვიდრა შერცხვენილი, გაუბედურებული სახე ქალისა, რომელიც ლოთობისა და მათხოვრობის შედეგად ასრულებს სიცოცხლეს. ბარსკი დიდად შორს არ წასულა მსგავსი შეფასებებისაგან, ისიც ამტკიცებდა ფილმისა და მისი შემქმნელების უსუსურობას, ცოტა ხანში კი თავად დაიწყო ახალი კინოსურათების გადაღება.  

გადაღებები მიმდინარეობდა “აპოლოს” ფოიეში, კიბეებსა და, ხანდახან, როცა თავისუფალი იყო, მაყურებელთა დარბაზშიც. ბარსკის პირველი ნამუშევარი “Обезглавленный труп” (“თავმოკვეთილი გვამი”) დაბალი დონის გამო, ორიოდე დღე გადიოდა კინოთეატრებში და მერე გაქრა ეკრანებიდან. გერმანე გოგიტიძეს პასუხმაც არ დააყოვნა: ერთ რუსულ გაზეთში მან გამოაქვეყნა სტატია სათაურით: “Почему Барский обезглавил себя?”,  (”რატომ მოიკვეთა ბარსკიმ თავი?”) რომელშიც ავტორი დასცინოდა აღნიშნულ ნამუშევარსა და მის რეჟისორს. მალე გამოვიდა ბარსკის მეორე კინოსურათი _ “Скажи зачем?” (“მითხარ, რისთვის?”) რომელსაც პირველი ფილმის ბედი ეწია. გოგიტიძემ ისევ შეაგება ახალი საგაზეთო სტატია _ “Скажи зачем Барский поставил эту картину?” (“მითხარ, რისთვის დადგა ბარსკიმ ეს სურათი?”). ამით ბარსკი-გოგიტიძის საგაზეთო პაექრობა დასრულდა.

 პრიმიტიულობის მიუხედავად, ამ კინოსურათებს კომერციული მოგება მაინც მოჰქონდა, რისგანაც გათამამებულმა პირონემ იქ, სადაც ახლა კინოსტუდია “ქართული ფილმის” ძველი შენობა და ტერიტორიაა, იჯარით აიღო მიწის ნაკვეთი, სადც ააშენა პატარა კინოატელიე და კინოფაბრიკა. მისი ჯგუფი შეუდგა მომდევნო ფილმის _ “ცეცხლთაყვანისმცემლების” გადაღებებს (რეჟისორი ისევ ბარსკი). ფილმი იყო ეგზოტიკური მელოდრამა ირანელი პოეტის ჰაფიზისა და ულამაზესი მხევლის გულნარას სიყვარულზე. ამ კინოსურათის ოპერატორი იყო დიღმელოვი და როგორც მაშინდელი პრესა აღნიშნავდა, “ცეცხლთაყვანისმცემლებში” მაყურებელს ძალიან მოეწონა სწორედ ოპერატორის ოსტატობა და გამომგონებლობაო.

1920 წელს პაველ პირონემ ალბათ იწინასწარმეტყველა მენშევიკების მთავრობის დასასრული, საქართველოს მთავრობას მიჰყიდა თავისი ფირმის მთელი ქონება და უცხოეთში გაემგზავრა. ,,ფილმას” ცეკავშირის კინოგანყოფილება დაეპატრონა, რომლის ხელმძღვანელობამ კინოჯგუფის რიცხვი ხუთ კაცამდე დაიყვანა (მათ შემადგენლობაში დარჩა ალექსანდრე დიღმელოვი).  

იმ პერიოდში შეიქმნა სხვა რამდენიმე, დაბალი დონის მხატვრული კინოსურათი, მაგალითად, ერთ-ერთი მათგანი გამოირჩეოდა საკმაოდ გრძელი სათაურით _ “მონა ხარ, ქალო, როცა გიყვარს და მბრძანებლობ, როცა უყვარხარ”. ზემოთ უკვე ითქვა, რომ 1918-1921 წლებში სხვადასხვა კინოოპერატორებმა გერმანე გოგიტიძის თავკაცობით გადაიღეს მცირე ზომის დოკუმენტურ-ქრონიკალური სიუჟეტები მაშინდელი საქართველოს ცხოვრებიდან: ,,აზერბაიჯანის ფრონტი”, ,,ბათუმის გადმოცემა საქართველოსთვის”, ,,1919 წლის 26 მაისი”, ,,1920 წლის 26 მაისი”, ,,დამფუძნებელი კრების გახსნა”, ,,გორის მიწისძვრა”, ,,ბათუმის სიმაგრეები”, ,,სახალხო გვარდიის სასოფლო მუშაობა”, ,,აჭარა”, ,,სახალხო გვარდიელთა ჯირითი”, ,,ბათუმის პროტესტი”, ,,მეორე ინტერნაციონალის ლიდერთა დელეგაცია”, ,,გორის წისქვილი”. ამ ფილმების მხოლოდ ნაწილია დღემდე შემორჩენილი და საინტერესო და უნიკალურ ისტორიულ კინომასალას წარმოადგენს. ეს ნათლად მეტყველებს თუ რამდენად კარგად ესმოდათ მათ ავტორებს სხვადასხვა ისტორიული ფაქტების გადაღების მნიშვნელობა. ,,ქრონიკა – არის ქრონიკა, რომ შესაძლებელია და საჭიროცაა მაკდონალდის გადაღება, და ვთქვათ, კალინინის, როცა ის ჩვენთან ჩამოდის… ქრონიკის გადაღება ჩვენი ვალია, რომელიც ჩვენ უნდა აღვასრულოთ კეთილსინდისიერად და მიუკერძოებლად…” – წერდა გერმანე გოგიტიძე.  საინტერესოა ამ მხრივ გოგიტიძის მიერ 1920 წლის 1 ივლისს ოზურგეთიდან ცეკავშირის მისამართით გაგზავნილი დეპეშა: ,,ძლიერ საჭიროა, გამომიგზავნეთ ოპერატორი. ბათუმი თხოვნილობს. მისი გამოსვლა მიდეპეშეთ. გოგიტიძე”. მეორე დღეს ბათუმში გოგიტიძეს მეთაურობით ოპერატორი ხუდიაკოვი გადაღებას აწარმოებდა;  ასეთ ოპერატიულობას კინოწარმოება ზოგჯერ დღესაც ვერ დაიკვეხნის.

გაზიარება7Tweet4Send

ამავე კატეგორიაში

კულტურა

“უიღბლო” მსახიობები   

11:09; 11 იანვარი, 2026
კულტურა

ყველაზე პოპულარული საახალწლო – საშობაო ფილმები

09:49; 2 იანვარი, 2026
კულტურა

ბრიჯიტ ბარდო გარდაიცვალა

14:22; 28 დეკემბერი, 2025
კულტურა

„დონ-კიხოტი რამხელა როლი იყო და ხალხი მაინც ელიბოს რატომ მეძახისო?”

18:02; 20 დეკემბერი, 2025
კულტურა

„ნიჭიერი ბავშვი“

09:37; 7 დეკემბერი, 2025

სამი ყველაზე მოუხელთებელი მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

"სვეტის" დამფუძნებელს და გენერალურ დირექტორს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

ყველა სიახლე

საზოგადოება

ფოთელ პედაგოგს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები გაუვრცელეს და სამსახურიდან გაათავისუფლეს – მასწავლებელი სამართლებრივ დავას იწყებს

16:23; 11.01.2026
ზაფრანი

როდის და როგორ უნდა აიღოთ ნაძვის ხე, რომ მთელი წელი წარმატებული გქონდეთ

14:27; 11.01.2026
საზოგადოება

წავიდა… უდიდესი კაცი და არტისტი… _ ოზურგეთის თეატრის მსახიობი გარდაიცვალა

14:14; 11.01.2026
საზოგადოება

კათოლიკური ეკლესია ნათლისღებას აღნიშნავს

13:19; 11.01.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც უახლოესი პერიოდის განმავლობაში ოცნებების ასრულება ელის

13:15; 11.01.2026
სამართალი

ბათუმში, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავა

11:34; 11.01.2026
ზაფრანი

საახალწლო კრიმინალური ისტორიები

11:26; 11.01.2026
ზაფრანი

„საშინელი“ ახალი წელი

11:24; 11.01.2026
ზაფრანი

“მძიმე” ახალი წელი   

11:23; 11.01.2026
ზაფრანი

ოჯახური საახალწლო ფასეულობანი   

11:21; 11.01.2026
კულტურა

“უიღბლო” მსახიობები   

11:09; 11.01.2026
საზოგადოება

თეთნულდზე ზვავი ჩამოწვა _

10:28; 11.01.2026
სპორტი

ოზურგეთელი მოჭიდავის წარმატება

20:28; 10.01.2026
საზოგადოება

რას უნდა მიექცეს ყურადღება სასაწავლო წლის განახლებასთან დაკავშირებით – ეპიდემიოლოგის რჩევები

19:41; 10.01.2026
სპორტი

საქართველოს ჩემპიონატიდან ოზურგეთელმა მოჭიდავეებმა შედეგები უკვე დადეს 

19:02; 10.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
0

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო