“მე საპრეზიდენტო ადმინისტრაციაში მეყოლება განათლების სფეროს საუკეთესო ექსპერტები, მათ მოგვიანებით გაგაცნობთ”, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა თელავში, ამომრჩეველთან შეხვედრისას განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილმა განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა, ის თვლის, რომ აღნიშნული დარგი პრიორიტეტული უნდაიყოს.
„განათლება არის, თემა რომელსაც ჯერ არსად შევხებივარ, არც ერთ ქალაქში, არც ერთ ადგილას, რადგან ძალიან ვუფრთხილდები. ეს არსი ჩვენი ქვეყნის ერთ–ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევა და ვარჩიე, რომ აქ, თელავში გითხრათ რამდენად მნიშვნელოვანია განათლება ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. ხშირად საუბარია ეკონომიკაზე და ინვესტიციაზე,უცხოელ ინვესტორებზე და გაუთავებლად ამას ვატრიალებთ. ცხადია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მე ძალიან კარგად ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული თქვენგანისთვის დასაქმება, ოჯახის ფეხზე დადგომა და რომ ეს ეკონომიკის დაგანვითარების გარეშე არ ხდება. თუმცა იქ, სადაც განათლება არ არის, არც საზოგადოებაა, არც ეკონომიკა, არის მხოლოდ სხვაქვეყნებიდან გადმოტანილი. თუ გვინდა ჩვენი განვითარება, ჩვენივე განათლება უნდა გვქონდეს. მიმდინარეობს განათლებისახალი რეფორმა და თავს ვიკავებ შეფასებისგან. უნდა ვთქვა აუცილებლად, რომ უნდა დაბრუნდეს გოგებაშვილის წიგნი სკოლაში. ეს არის ჩვენი განათლების საწყისი. მე თუ რამე ვიცი საქართველოზე, როდესაც ვკითხულობდი გოგებაშვილის წიგნიდან ჩემი საქართველო იყო ასო „მ” -ზე , მუხა და ის მუხა, რომელსაც აქ ვხედავ. ეს წიგნი ძალიან ძლიერია მე დღესაცშენახული მაქვს ის.
განათლება ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს. მე საპრეზიდენტო ადმინისტრაციაში მეყოლება ამ დარგის საუკეთესოექსპერტები, მათ მოგვიანებით გაგაცნობთ. მე მივყვები ამ რეფორმას კვალდაკვალ და თუ საკრიტიკო იქნება, თუ ისეთი არიქნება, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება, მაშინ ნამდვილად დამოუკიდებელი ვიქნები და არა რომელიმე მთავრობისგამგრძელებელი. თქვენთან ერთად, თქვენ მეტყვით, ვარგა თუ არა ეს ახალი რეფორმა”, – მიმართა სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველს.ება, რომ ჩვენი კულტურა გავიტანოთ საზღვრებს გარეთ. ძალიან დიდი ინტერესია საქართველოს კულტურის მიმართ.ახლახან იუნესკომ ცნო ჩვენი სამი სახეობის ანბანი, როგორც ერთ-ერთი მსოფლიო მემკვიდრეობა. ჩვენ უნდა გვჯეროდესჩვენი თავის, ჩვენ მძიმე პერიოდი გავიარეთ, 70 წელი საბჭოთა კავშირის და გავიარეთ ის, რაც მოგვიწყო ჩვენმა მეზობელმა რუსეთმა – კონფლიქტები, ომი, ოკუპაცია –ამ ყველაფერს გავუძელით, როგორც გაუძლო წინა საუკუნეების მანძილზე ჩვენმა საქართველომ და მისმა მეფეებმა, ჩვენ კიდევ გავძლებთ და ვიქნებით ძალიან წარმატებული ქვეყანა. ვართ უკვეწარმატებულები, ეს პირველ რიგში, ჩვენ უნდა დავიჯეროთ, ამიტომ ერთად უნდა გავაძლიეროთ და ავაშენოთ ეს ქვეყანა. ერთად საქართველოსთვის”, -მიმართა სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველს.