ჰაიტიზე მიწისძვრის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულები. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, 5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა კვირას მოხდა.
გავრცელებული ცნობით, მიწისძვრის დროს ხალხი ქუჩაში გამოვარდა და დახმარებისთვის უფალს უხმობდა.
როგორც ცნობილია, მიწისძვრის შედეგად სახლების ნაწილი დაზიანდა, ნაწილი კი განადგურდა.
ქვეყნის პრეზიდენტი დაზარალებულებს დახმარებას დაჰპირდა.