18 წლის გოგო შეყვარებულთან ერთად გაპარვის გამო ხეზე მიაბეს და გაამათრახეს. აღნიშნულ ინფორმაციას Dailymail ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, შემთხვევა ინდოეთში, ბიჰარის შტატის ერთ-ერთ სოფელში მოხდა.
გავრცელებული ცნობით, ოჯახს არ სურდა რომ სხვა აღმსარებლობის მქონე ვაჟზე მიეთხოვებინათ, თუმცა, გოგონა სახლიდან გაიპარა, რის შემდეგაც ოჯახმა მოძებნა და დასაჯა.