ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, ოზურგეთის #1 საჯარო სკოლის ორივე სასწავლო კორპუსისთვის ახალი პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადება 20 ოქტომბრისთვის დასრულდება:
“მემორიალური შენობის პროექტზეც მუშაობა, სადაც სადაც ინოვაციების, თანამედროვე ცოდნისა და ტექნოლოგიების ძლიერი ცენტრი უნდა განთავსდეს ახალგაზრდებისთვის, მუშაობა მიმდინარეობს.
რენდერები მალე გვექნება და ვიმსჯელებთ“, _ აღნიშნა თალაკვაძემ.
ოზურგეთის #1 საჯარო სკოლა, რომელსაც მრავალწიანი ისტორია აქვს, დიდი ხანია ავარიულია და მის რეაბილიტაციას წლებია ითხოვენ.