რომის პაპმა ჩილეს 2 ეპისკოპოსი ეკლესიიდან განკვეთა. აღნიშნულ ინფორმაციას The Nbcnews ავრცელებს.
როგორც ცნობილია, გათავისუფლებულ ეპისკოსებს არასრულწლოვნებზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ.
როგორც ვატიკანის მიერ გავრცელებულ განცხდებაშია ნათქვამი, მტკიცებულებები იმდენად ყოვლისმომცველი იყო, რომ კანონიკური სასამართლო ზედმეტი იყო და მიღებული გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
როგორც ცნობილია, 84 წლის ფრანცისკო კოქსი ქალაქ ლა სერენას მთავარეპისკოპოსია. მას ბავშვებზე გარყვნილ ქმედებაში ჯერ კიდევ ჩილეს ეპარქიაში ჩასვლამდე ადანაშაულებდნენ.
რაც შეეხება მეორე ეპისკოპოსს, ის მარკო ანტონიო ორდენეს ფერნანდესია.