პროკურატურის მიერ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პროკურორმა კოკა კაციტაძემ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა.
როგორც ცნობილია, უცნობმა პირმა პენიტენციური დაწესებულების ერთ-ერთი თანამშრომელზე ზეწოლა მოახდინა, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროვებით დაემუქრა და ჩანაწერების გავრცელება მოსთხოვა.
„მოქალაქე, რომლის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება, არის პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი. 12 ოქტომბერს მას შეხვდა მისთვის უცნობი ადამიანი, რომელმაც მასზე მოახდინა შანტაჟი, რომ გაუვრცელებდა პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს. სანაცვლოდ მას უნდა გაევრცელებინა ის ჩანაწერი, რომელშიც მ.ს. ფიგურირებს.
ეს ჩანაწერი მას გადასცეს, დაემუქრნენ და მოსთხოვეს გავრცელება, რომ ყოფილიყო უფრო ბუნებრივი, ვინაიდან ის იყო პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი. ეს არის მისთვის უცნობი ადამიანი, რომელმაც გადასცა ჩანაწერი.
ვინ იწერდა და რისთვის ეს გამოძიების საგანია“, _ განაცხადა კაციტაძემ.