მონადირემ საფრანგეთში ველოსიპედით მოსიარულე ბრიტანეთის მოქალაქე მოკლა. აღნიშნულ ინფორმაციას The Aljazeera ავრცელებს.
პოლიციის განცხადებით, 22 წლის ბიჭი ჯგუფურ ნადირობაში იღებდა მონაწილეობას, როდესაც ისროლა. შემთხვევის შედეგად მონადირე შოკში ჩავრდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, რის გამოც დაკითხვა ვერ ხერხდება.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ადგილობრივ ხელისუფლებასთან კავშირში არიან და დაზარალებულ ოჯახს დახმარებას გაუწევენ.