იემენში კონფლიქტის შედეგად შიმშილი 12 მილიონ ადამიანს ემუქრება. ამის შესახებ, CNN-ის ინფორმაციით, “მსოფლიო საკვების პროგრამა” იუწყება.
გაეროს სააგენტოს განცხადებით, ვითარებას, ასევე, ამძიმებს ახლო აღმოსავლეთში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება.
როგორც “მსოფლიო საკვების პროგრამა” აცხადებს, იემენში საბრძოლო ქმედების შედეგად 570 000 ადამიანი ივნისის შემდეგ იძულებული გახდა სახლიდან გაქცეულიყო, ფასები კი საკვებზე წელს უკვე მესამედ გაიზარდა. 18 მილიონმა ადამიანმა არ იცის რით იკვებოს, ხოლო 8 მილიონი შიმშილის ზღვარზეა და თუ ვითარება ასე გაგრძელდება, შიმშილის ზღვარზე კიდევ 3.5 მილიონი ადამიანი აღმოჩნდება, რაც საბოლოოდ 12 მილიონ ადამიანს ნიშნავს, რომლებსაც შიმშილობის თავიდან ასარიდებლად საკვებით დახმარება რეგულარულად დასჭირდებათ.
ორგანიზაციის ცნობით, ჰოდეიდას გარშემო არსებული კონფლიქტი ამჟამად დახმარების ჯგუფის ხელმისაწვდომობას ხორბლის მარაგზე ბლოკავს.
CNN-მა მოიპოვა ფაქტები, რომლის მიხედვითაც, საუდის არაბეთის კოალიციისთვის ამერიკის მიერ მიწოდებული იარაღი ბავშვების დასახოცად გამოიყენება.
როგორც პენტაგონში ამბობენ, იერიშის მიტანის შესახებ გადაწყვეტილებას საუდის არაბეთის კოალიცია იღებს და არა ამერიკა.
როგორც CNN-ს საუდის არაბეთის კოალიციაში განუცხადეს, ტელეკომპანიის მიერ გამოვლენილ ფაქტებს შეისწავლიან.
The NRC’s Egeland-ის განცხადებით, იემენში შიმშილობის თავიდან ასაცილებლად ომში მონაწილე მხარეებმა სამშვიდობო შეთანხმებას უნდა მიაღწიონ და ცეცხლი შეწყვიტონ.