კანაფის მოხმარება-გაყიდვა კანადაში ლეგალური გახდა. აღნიშნულ ინფორმაციას THE ALJAZEERA ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ქვეყანაში 111 მაღაზია გაიხსნა, სადაც კანაფის შეძენა შესაძლებელი იქნება.
კანონის თანახმად, 18 წელს ზემოთ ყველა კანადელს უფლება ექნება პირადი მოხმარებისთვის საკუთარ სახლში გაზარდოს კანაფის მაქსიმუმ 4 მცენარე და თან იქონიოს 30 გრამამდე გამომშრალი კანაფი.
როგორც ცნობილია, კანადაში კანაფის შენახვა 1923 წელს აიკრძალა, 2001 წელს კი ლეგალური გახდა სამედიცინო მიზნით გამოყენება.
კანადის გარდა, კანაფის მოხმარება-გაყიდვა ურუგვაიში არის დაშვებული.