კოლა (ნიკოლოზ) ქვარიანი (1903-1980) დაიბადა ქუთაისში. ის შესანიშნავი მოცურავე და დიდი ძალის პატრონი იყო. მწერალ აკაკი ბელიაშვილის გადმოცემით, ბავშვობაში ხან სვანებთან ჩხუბობდა თურმე, ხან კი ნიძლავზე ეტლს უკანა ღერძში ხელებს ჩასჭიდებდა და ,,ჯაგლაგ ცხენებს ადგილზე დააბამდა”. მან წარმატებით დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და ჯერ სრულიად ახალგაზრდა კოლაუ ნადირაძემ და პაოლო იაშვილმა ჭიდაობის შესასწავლად მიაბარეს შავკანიან ფალავან ჯოემორას. 1918-19 წლებში ქვარიანი წარმატებით გამოდიოდა ქუთაისის ცირკში. შემდეგ მან წვრთნა თბილისში კლემენტი ბულთან განაგრძო. ჭიდაობდა საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქალქში, როსტოვში კი მსოფლიო ფალავნის წოდება მიიღო.
1927 წელს ცნობილმა ფალავანმა ივან პადდუბნიმ ის ამერიკაში წაიყვანა საჭიდაოდ, სადაც საბოლოოდ დარჩა საცხოვრებლად. ის თურმე თავისუფლად ლაპარაკობდა ცხრა ენაზე. მას რამდენიმე მეტსახელი ჰქონდა: Nick the Wrestler, Slavic Buddha. ამერიკაში ქვარიანი პროფესიონალი რესთლერი გახდა, გამოდიოდა შეჯიბრებებში. ასევე ასწავლიდა ახლადამწყებთ და ცნობილი მოჭიდავეს ანტონინო როკას მენეჯერი იყო.
1956 წელს მან მონაწილეობა მიიღო თავისი მეგობრის, ახალბედა რეჟისორის და ჭადრაკის ენთუზიასტ სთენლი კუბრიკის ფილმში The Killing -მკვლელობა. ქვარიანი, რომელიც ჭადრაკის თეორეტიკოსიც გახლდათ, ხშირად კუბრიკს ჭადრაკს ეთამაშებოდა ბრუკლინში.. ამერიკაში ქვარიანი იყო ერთადერთი მოჭიდავე, რომელსაც ჭადრაკში თანრიგი გააჩნდა. მას ნიუ იორკში საჭადრაკო კლუბი The Flea House ჰქონდა გახსნილი. ფილმის ერთი სცენა სწორედ ამ კლუბშია გადაღებული. ,,მკვლელობამ” მშვენიერი რეცენზიები მიიღო, ხოლო არაპროფესიონალი მსახიობის კოლა ქვარიანის თამმაშმა ყველა კინოკრიტიკოსი მოხიბლა. სურათში ის ასრულებს მორის ობუხოვის როლს, რომელსაც სთერლინგ ჰეიდენის გმირი ქირაობს, რათა მან ყურადღების გადატანის მიზნით, სანამ იპოდრომის სალაროს ძარცვავენ, ჩხუბი ატეხოს. სცენა, სადაც ქვარიანს გმირს ლამის ოცი პოლიციელი აშოშმინებს, მართლაც რომ შთამბეჭდავია. ,,ეს არის სიბრძნის ტრაგიკული სახე. ეს არის მშვენიერი სახე”, _ ამბობდა მის შესახებ ცნობილი სცენარისტი და რეჟისორი დეივიდ მამეტი.
მისი გარდაცვალების სხვადასხვა ვერსია არსებობს. ერთი ვერსიით, 1980 წელს 77 წლის კოლა ქვარიანს ხუთ შავკანიან ახალგაზრდასთან ჩხუბი მოუხდა. როგორც ამბობენ, ორ-სამ კაცს ის იმ ასაკშიც ადვილად მოერეოდა, მაგრამ ხუთის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო. მიღებული ტრავმებისაგან ის ჰოსპიტალში ლა.