რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ლანჩხუთისა და ჩოხატაურის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარ დეპუტატს ნინო წილოსანს სოციალურ ქსელში უპირისპირდება:
“ესე იგი, რას არ გაიგებ კაცი. ლანჩხუთში, მაჟორიტარ ნინო წილოსანს და მისი აპარატის უფროსს, ყოფილ სუპერკორუმპირებულ შევარდნაძის მოსამართლე მაგული კუნჭულიას, თეატრში დაუსვამთ პატიოსანი ლანჩხუთელები და ჩემზე უბაასიათ, რა მონსტრი ვარ და არარაობა.
ძვირფასო ნინო, მერომ დავსვა ახლა ხალხი, ოღონდ ლანჩხუთში და თეატრში კი არა, მთელ საქართველოში TV ეკრანებთან და მოვყვე შენზე აქეთური და იქეთური, სა მიდიხარ მერე?
აქამდე გინდობდი ოჯახის ხათრით და შეტევაზე შენ გადმოსულხარ პირველი. კაი გენაცვალე, _ წერს გვარამია.