ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად რომში ქუჩები ყინულით დაიფარა. აღნიშნულ ინფორმაციას RT ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, რომის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დახმარების თხოვნით 100 ზარი შევიდა. მოქალაქეების ნაწილი დახმარების აღმოჩენას ავტომობილების სახურავზე ამძვრალი ელოდებოდა.
გავრცელებული ცნობით, უამინდობის შედეგად იტალიის დედაქალაქში 6 მეტროსადგური დაიკეტა.