პირველ ეტაპზე მე ხელს არ ვართმევდი ვანო ჩხარტიშვილს, სანამ ის პატარკაციშვილებთან ურთიერთობას არ დაალაგებდა, განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ქართული ტელევიზიების წარმომადგენლებთან შეხვედრისას.
მის თქმით, ვანო ჩხარტიშვილსა და ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს შორის დავა ლონდონის სასამართლომ გადაწყვიტა და დღეს ჩხარტიშვილი კულტურას აფინანსებს და მასთან იგი ურთიერთობებს გააგრძელებს, მაგრამ არც მას და არც ფარცხალაძეს და არც ვინმე სხვას, არ მისცემს „ბიზნესთან ურთიერთობების დალაგების“ საშუალებას.
„ვანო ჩხარტიშვილმა სხვა ბიზნესმენებისაგან განსხვავებით ყველაზე მეტი ანგარიში გამიწია, რისთვისაც მე მის მიმართ მადლობას გამოვხატავ.
აგერ, „თიბისი ბანკმა“, მამუკა ხაზარაძემ, 30 მილიონის საქმეზე მადლობაც კი არ მითხრა“, _ აღნიშნა ივანიშვილმა.