ცოტა ხნის წინ მეცნიერებმა შეადგინეს ადამიანის მკურნალი ცხოველების სია. ყველაზე სასარგებლო ცხოველების ჩამონათვალში შევიდა: კატა, ძაღლი, ცხენი, ფუტკარი და გველი. ექიმების მტკიცებით, მათ შეუძლიათ თავიდან აგვაშორონ დიაბეტის, პარკინსონის დაავადებისა და დემენციის სიმპტომები.
საუკეთესო მკურნალებად აღიარეს კატები. აღმოჩნდა, რომ კატის მოფერებისას, ხელისგულებზე განსაკუთრებული წერტილები სტიმულირდება. დაბალი დიაპაზონის ხმის სიხშირე – კატის კრუტუნი დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. ამიტომაა მიჩნეული კატა ნევროზების, დეპრესიისა და გონებრივი მოშლილობის დროს საუკეთესო დამხმარედ.
მეორე ადგილი ძაღლებს ერგოთ. ამ ცხოველის დამსახურებით, ადამიანი მეტს მოძრაობს. სუფთა ჰაერზე ყოველდღიური გასეირნება გულსისხლძარღვთა სისტემისთვისაა სასარგებლო. გარდა ამისა, ძაღლის ნერწყვს ბაქტერიოციდული თვისება გააჩნია და პატრონის ალოკვა ამცირებს მწვევე რესპირატორული დაავადების რისკს.
ცხენი მესამე ადგილზეა. ექიმები აუტისტ ბავშვებსა და ფსიქიკური დაავადების მქონე პირებს ცხენთან ხშირ კონტაქტს ურჩევენ. ზრდასრულებში ცხენი კურნავს დეპრესიას და დამოკიდებულებას (ალკოჰოლური თუ ნარკოტიკული).
პირველ ხუთეულში შევიდა ფუტკრები და გველი. ფუტკრები სიაში თაფლის სასარგებლო თვისებების გამო მოხვდნენ.
გველის შხამი ვენების, სახსრების პრობლემების სამკურნალო პრეპარატების, ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების საფუძველს წარმოადგენს.