“სამართლიანი არჩევნების“ ოზურგეთის მობილური ჯგუფის ხელმძღვანელის მაკა მალაყმაძის ინფორმაციით, #60 საოლქო საარჩევნო კომისიაში ხუთი საჩივრის შეტანას აპირებს.
“სამართლიან არჩევნებმა” არჩევნების დღეს დავწერეთ 3 საჩივარი და შემაჯამებელი ოქმებიდან გამომდინარე, კიდევ 5 საჩივარი. აღნიშნული 5 საჩივრიდან სამ შემთვევაში ვითხოვთ საუბნო კომისიის თავმჯდომარესა და მდივანზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას, ხოლო ორ შემთხვევაში _ დისციპლინლურს“, _ გვითხრა მაკა მალაყმაძემ.
“გურია ნიუსის“ ინფორმაციით, საჩივრების განხილვა ოზურგეთში დღეს, 17:00 უნდა გაიმართოს.